ნინო – ვაჟთა სწორი

Home სიახლეები ნინო – ვაჟთა სწორი
ნინო – ვაჟთა სწორი

გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობის ბეჭედი დასვას.

“სარბიელი” ულოცავს ნინოს!

ნინო ბაციაშვილი. ფოტო: 1tv.ge