„ბარსელონას” ახალ შენაძენს ფილიპე კოუტინიოს სახლის ამბავი უკვე მოუგვარებია. ამ საქმეში მეგობარი ლუის სუარესი დაეხმარა. კოუტინიომ ქალაქიდან 20 კილომეტრში, კასტელდეფელსში, სუარესისა და ლეო მესის მეზობლად დაიდო ბინა. ეს ის სახლია, სადაც ადრე სესკ ფაბრეგასი ცხოვრობდა. ფაბრეგასის შემდეგ იქაურობა ცოტა ხნით ტომას ვერმაელენისა და ანდრე გომეშის ოჯახებმაც დააჭაშნიკეს.
სუარესის გაჩარხულ საცხოვრებელში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი, მისი მეუღლე აინე, მათი შვილი მარია და ოჯახის სხვა წევრები იცხოვრებენ. ვილა მთებში მდებარეობს და მისგან ლამაზი ხედი იშლება. ფართობი 750 კვადრატული მეტრია, აქვს ფიტნეს-დარბაზი, საცურაო აუზი, ლიფტი და ბაღი.



ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
