შურისძიების წყურვილი მოიკლა პერუს ნაკრების მეკარე პედრო გაიესემ და პერუელების მადლიც მოისხა – მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჩილეს სამაგიერო მიუზღო.
2015 წელს პერუ შინ შესარჩევში ჩილესთან დამარცხდა ( 3:4) და ნამატჩევს თურმე, ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს გასახდელში კედელზე მიუწერია: “პატივისცემა ! აქ გაიარა ამერიკის ჩემპიონმა !”
ახლა, როცა პერუმ ახალ ზელანდიასთან მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მიიღო, ჩილე კი ჯგუფში ჩარჩა, პედრო გაიესემ ბრავოს მინაწერი გაუხსენა, ინსტაგრამზე ატვირთა და ხურდაშიც ყურებამდე გაღიმებული „თავი“ მიაყოლა.

ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
