მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

Home აქეთურ-იქითური მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !
მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

ბრაზილიელი ნეიმარის და  ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ   – პენალტის დასარტყმელად  ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა…

ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც  2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს.

რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს, რაზეც ურუგუაელმა მიუგო, ნეიმარს იგივე ჩემთან რომ გაეკეთებინა, ჯერ ისევ საოპერაციოში იქნებოდაო. გადარჩენილა ნეიმარი და ეგაა…

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.