29 ივნისს იტალიაში სტარტს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი აიღებს, რომელშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ასაკობრივი ჩემპიონატის სტრუქტურა დივიზიონებადაა დაყოფილი და სასიამოვნოა, რომ საქართველოს 20-წლამდელები ამ ყოველწლიური ფორუმის ელიტური 12-ეულის უცვლელი წევრები 2016 წლიდან მოყოლებული არიან, თუ არ ჩავთვლით 2020-2022 წლების ტურნირების გაუქმებას კოვიდ-პანდემიის გამო. ჩვენი 20-წლამდელების ყველაზე წარმატებული გამოსვლა 2023...
ჭდე: ლადო კილასონია
მსოფლიოს 20-წლამდელთა მე-9 ერი – საქართველო
სხვა რა უნდა თქვან ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებზე, თუ არა ქალაქურად „ჩვენი ბულკები არიანო“? ბორჯღალოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგერ 20-წლამდელებმაც კი ზედიზედ მესამედ დაამარცხეს შესაბამისი იტალიური ნაკრები. საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა – მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში ლადო კილასონიას შესანიშნავმა გუნდმა იტალიის 20-წლამდელები 24:13 დაამარცხა! გემახსოვრებათ, ათიოდე...
20-წლამდელები იტალიით ამთავრებენ
პარასკევს, 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის „ეთლონ სთედიუმზე“ 14:30-ზე საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს დაიწყებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის U20 იქნება, რომელსაც ლადო კილასონიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინიშზე 28:17 მოუგო. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ალბათ თავ-ბედს იწყევლის – ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს ორჯერ გადაეყარა და ორივეჯერ წააგო –...
ქართველებმა ფიჯის, რეფერის და ვიდეორეფერის ერთად მოუგეს
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის პლეი-ოფის ნახევარფინალები შედგა. უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9-მე-12 ადგილების გათამაშებაში წარმატებით ჩაებნენ და ამ ოთხეულის ნახევარფინალში ფიჯელ თანატოლებს აბსოლუტურად მოულოდნელ თრილერში 40:36 აჯობეს. ლადო კილასონიას გუნდი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ბოლო მატჩს გამართავს – მე-9 ადგილისთვის იტალიის U20-ს შეერკინება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს 28:15 მოუგო. რაც...
ამ ფიჯის კი უნდა მოვერიოთ
კვირას, 14 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გამართავს. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ტურნირის უსუსტეს ნაკრებს – ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ გუნდების ერთადერთიშეხვედრა შედგა – ანალოგიური სტადიის მატჩში ქართველები 62-ე წუთამდე 0:8 მარცხდებოდნენ, მაგრამ...
იტალიის დასამარცხებლად
უმცროსი ბორჯღალოსნები სამშაბათს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ. 18:30-ზე სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ დაიწყება ქართველ და იტალიელ 20-წლამდელთა დაპირისპირება, რომელიც ორივე გუნდის შემდგომ ბედს გადაწყვეტს. სხვათა შორის, გასულ ტურში ავსტრალიელების ძლევით იტალიელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების მიზერულ იმედი კი შეინარჩუნეს, მაგრამ რეალურად მათი მთავარი ამოცანა მეხუთე-მერვე ადგილებზე დარჩენაა. ლადო კილასონიას გუნდი კი ავსტრალიასთან და განსაკუთრებით ირლანდიასთან...
დრამა სტელენბოსხში
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯობრო დღემ რაგბის ქართველი ქომაგის გულში არაერთგვაროვანი ემოცია დატოვა. უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს უკვე გაწითლებულ დროშიც კი 16:15 ამარცხებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა „სამყურების“ ბოლო შეტევის უკუგდება ვერ მოახერხეს და 83-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც მიიღეს – 16:22. ირლანდია 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონია, თუმცა ლადო კილასონიას რაზმმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და მეტი...
ირლანდია ავსტრალიის შემდეგ
სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ხუთშაბათს ახალგაზრდა მორაგბეები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილი უმცროსი ბორჯღალოსნები სტელენბოსხის „დენიელ ქრეივენ სთედიუმზე“ ირლანდიის 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებმა ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს 55:15 მოუგეს. ქართველებმა კი წარმატებით ავსტრალიელებთან სასტარტო მატჩის მხოლოდ პირველი ნახევარი გამართეს (8:6), მეორე ნახევარი...
დრაკონებისთვის ძალა აღარ ეყოთ
საქართველოს 20-წკანდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსელ 20-წლამდელებს 6 ლელო დაადებინეს – 21:40. 6 ლელო მეტია, ვიდრე უმცროსს ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის სამივე მეტოქემ ჯამში გაუტანა.. მოგეხსენებათ, სამხრეთაფრიკელებმა ლადო კილასონიას გუნდი 3-ჯერ დაალელოვეს, იტალიელებმა – 2-ჯერ, ხოლო არგენტინელები სულაც უქულოდ გაეყარნენ ქართველებს. ფაქტია, რომ გუნდს არც ისეთი მოტივაცია ეტყობოდათ,...
როცა უკვე ბუკმეიკერებსაც ეიმედები
კვირას, 9 ივლისს, ქართველთათვის უკვე კარგად ნაცნობ სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ U20-ის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსის U20-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე მატჩი მიმდინარე ტურნირზე. წანი სამი მატჩიდან საქართველომ ორი მოიგო – არგენტინასთან და იტალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსელმა ახალგაზრდებმა მხოლოდ იაპონია დაამარცხეს, რომელიც ტურნირის აშკარა აუტსაიდერია...









