მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
ჭდე: ირვინგ ლოსანო
ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს. „ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა,...
ლოსანოს ნეაპოლიდან მანჩესტერში ქაჩავენ
„ნაპოლის” მექსიკელმა თავდამსხმელმა, 27 წლის ირვინგ ლოსანომ ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსს” გოლი გაუტანა და მყისიერად განახლდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მისი ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა. წერენ, რომ ინგლისური კლუბი „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თანხმობასღა ელოდება, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი მზად აქვს. ლაპარაკია ლოსანოს იანვარში გადაბირებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, „ოლდ ტრეფორდიდან” „მარადონაზე” ოფიციალური მოთხოვნა არ მისულა. ვარაუდობენ,...
თუკი ტუხელი ბაიერნში მივა
თომას ტუხელი „ჩელსიდან” გაუშვეს თუ არა, მყისვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 49 წლის გერმანელი შეიძლება მიუნხენის „ბაიერნს” ჩაუდგეს სათავეში. ამ ხმებს, რასაკვირველია, მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებაც, თუ ვის მიიწვევს ბავარიაში ტუხელი თუკი ის იულიან ნაგელსმანს შეცვლის. როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი პირველი, ვის შეძენასაც „მაინცის”, „დორტმუნდის”, „პარი სენ ჟერმენისა” და დასავლეთ ლონდონელთა ყოფილი თავკაცი შეეცდება „ნაპოლის”...
რა ხდება ნაპოლიში?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” კვლავ ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯაკომო რასპადორიმ და ფრანგმა ტანგი ნდომბელემ გუშინ რომში „ვილია სტიუარტის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს და, როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, ჩაკი ლოსანოსა და ელიფ ელმასს წასასვლელად გზა გაუხსნეს. ლოსანო „მანჩესტერ იუნაიტედს” სდომებია, ელმასი კი „ევერტონს”. პარტენოპეელებმა ამ ზაფხულს შემადგენლობა გვარიანად შეცვალეს. ლუჩანო სპალეტის ფაქტობრივად ახალ ხალხთან უწევს მუშაობა, გუნდს ახალი...




