საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გზა გაიკაფა და 16 მარტს, გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ ესპანეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ 43:5 დაამარცხეს და ზედიზედ მე-8 ჩემპიონობისკენ ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგეს. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ფინალში ქართველთა მეტოქე არა პორტუგალია იქნება, არამედ ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა სულ ახლახან მადრიდში 62:32 მოუგო. ესპანელმა „ლომებმა“ შაბათს ერთგვარი სენსაცია მოახდინეს,...
