დღეს მესუთ იოზილი არსენალელებს დაემშვიდობება და გეზს სტამბოლისკენ აიღებს — ის „ფენერბაჰჩეში” გადადის. თურქული წარმოშობის გერმანელმა „ემირეითის” შეფებთან საერთო ენა გამონახა. მხარეები კონტრაქტს წყვეტენ. ამ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ისედაც ეწურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: იოზილმა ხეფასის შემცირებაზე თქვა დასტური. ნახევარმცველი, „არსენალში”, წელიწადში 7 მილიონ გირვანქას იღებდა. „ფენერბაჰჩე” მის სანაცვლოდ „არსენალს” ფულს არ გადაუხდის. მოლაპარაკებებში...
