ჭდე: ედი ჯონსი

Home ედი ჯონსი
ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!
ჩანაწერი

ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...

ბორჯღალოსნები ვოლაბებით იწყებენ
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები ვოლაბებით იწყებენ

ოთხმა წელიწადმა უსწრაფესად ჩაიარა და მორიგი სარაგბო მსოფლიო თასის დროც მოვიდა. 8 სექტემბერს, ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩით დაიწყება რიგით მე-10 გლობალური სარაგბო ფორუმი. 9-ში კი საქმეში ბორჯღალოსნები ჩაერთვებიან და პარიზის ჩრდილოეთ გარეუბან სენ-დენიში 80-ათასიან ქვეყნის უმთავრეს არენაზე – „სტად დე ფრანსზე“ – მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიელ „ვოლაბებს“ შეერკინებიან....

ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში
ჩანაწერი

ქართველთა საოცრებანი საფრანგეთსა და ინგლისში

ქართველ მორაგბე ლეგიონერებს არნახულად წარმატებული უქმეები გამოუვიდათ.. ჯერ იყო და, პარასკევს, საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ ჯერაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 24:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი ბურჯი ტრადიციულად მეორე ტაიმში ფრანგი ვილფრიდ უნპატენის ნაცვლად შევიდა და როგორც ყოველთვის, „კასტრმა“ თამაშის სწორედ დასკვნით მონაკვეთში მოახერხა საწადელის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ 30...