ყველაზე გავლენიანი საფეხბურო აგენტი მინო რაიოლა თითქმის ყველა ვარსკვლავური ტრანსფერის უკან, უფრო სწორედ კი წინ დგას — ნიადაგის მოსინჯვიდან დაწყებული და ფეხბურთელის ხელფას-ბონუსებით დასრულებული გზა მან უნდა გაკვალოს და ფაქტობრივად, პირდაპირ სამედიცინო შემოწმებაზე ჩაიყვანოს ფეხბურთელი. ამჯერად მისი სახელი ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გახდა აქტუალური. “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი “რეალს” სურს, მაგრამ ტრანსფერისგან თავს იკავებს მინო რაიოლას...
