„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა. ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო. მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე [...]
ჭდე: მარიამ ბოლქვაძე
ნიკამ მოიგო, საბამ წააგო, მარიამმა გაიგო…
დაიწყო „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც სამი ჩვენიანიდან ორმა უკვე ითამაშა, ერთიც საქმეში ხვალ ჩაერთვება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა. 33 წლის ჩოგბურთელმა საწყის მატჩში ესპანელ პაბლო ლამას რუისს 6:3; 4:6; 6:3 აჯობა. მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე 21 წლის ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგი იქნება, ვინაც ესპანელ პოლ მარტინ ტიფონს სძლია – 6:3, 6:4. საბა [...]
ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა [...]
ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს
2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1, [...]
ბოლქვაძე ნურ-სულთანში პირველია
მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუს ვალერია სავინიხს სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. დასაწყისში ჩვენიანი ყოჩაღობდა და 2:0 დაწინაურდა კიდეც, თუმც რუსმა ჩოგბურთელმა წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2. სეტის ბოლოსკენ, ვალერიამ კონცენტრაცია შეინარჩუნა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:4. მეორე პარტიაში ბოლქვაძემ ერთხელ შეძლო [...]
გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: [...]
ბოლქვაძემ როლან გაროსი მოგებით დაიწყო
საფრანგეთის დედაქალაქი „როლან გაროსის“ მოლოდინშია. „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს, მაგრამ მანამდე საქმეში მარიამ ბოლქვაძე ჩაერთო ჩვენებურმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალშიც გავიდა. ბოლქვაძეს (220-ე ჩოგანი) მეტოქედ 225-ე ჩოგანი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ჰყავდა. ჩვენებურმა ორ სეტში – 6:4, 6:3 იმარჯვა. მატჩი 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბოლქვაძე ვერა [...]
ბოლქვაძემ მარგარიტასთან დათმო
მარიამ ბოლქვაძის (192-ე ჩოგანი) მაქსიმუმი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე გამოდგა. ჩვენებურმა ინდოელი კარმან ტანდის დამარცხების შემდეგ ვერაფერი გააწყო 25 წლის რუს მარგარიტ გასპარიანთან (125) და 3:6, 6:7 წააგო. ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთადერთი მოწოდება დათმო, თავად კი ვერ დააბრეიკა, რაც მეტოქისთვის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. ბოლქვაძემ მე-2 სეტში კი იბრძოლა, მატჩ პოინტიც გადაარჩინა და [...]
ბოლქვაძემ ავსტრალია მოგებით დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველი წრე გაიარა ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე ჩოგანი), რომელმაც ინდოელი კარმან ტანდის (626) დამარცხება 2 სეტში, 7:6 7:6 შეძლო. მარიამმა რთული ბრძოლა გადაიტანა. პირველ სეტში 5:4 დაწინაურდა და თავადვე აწვდიდა, მაგრამ ინდოელმა ბრეიკით შანსი დაიტოვა. საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც არანაკლები დრამა გათამაშდა: საკუთარი საწყისი ცხრა მოწოდება ვერცერთმა ჩოგბურთელმა [...]
საქართველომ მოიგო, გვერდით ელიტაა
საქართველოს კვლავ იმ მარაქაშია, საიდანაც ელიტა უფრო ახლოა. ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა ჰელსინკიში დასრულებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ერთი ამოსუნთქვით და დაუმარცხებლად განვლო. ეკატერინე გორგოძემ, მარიამ ბოლქვაძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ზოია ქარდავამ და მარიამ დალაქიშვილმა მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და პირველ დივიზიონში აღზევდა, იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და შარშან [...]








