საფრანგეთის ნაკრების მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონელი თანაგუნდელის, ლეო მესის მიმართ უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ ხვალ, ყაზანში, არგენტინის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მასთან დაპირისპირება მოუწევს. უმტიტი უკვე ორი წელიწადია რაც მესისთან ერთად „ბარსელონაში” თამაშობს. არგენტინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, მითუფრო, რომ დანიასთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დიდიე დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ერთად დაასვენა. „ბარსელონაში მესის ყოველდღე ვხედავ....
ჭდე: ლეო მესი
რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....
შემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…
დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის...
პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით
კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ...
მესი მესისთან შედარებით
ხორვატიამ არგენტინას 3:0 მოუგო, რაც ბუნებრივია მარტო ლეო მესის არ უნდა დაბრალდეს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალბისელესტეს” თილისმა შორს იყო იმ მაჩვენებლებისგან ჩვეულებრივ რომ აქვს ხოლმე. იმაში, რომ ხორვატებმა მერვედფინალის ადგილი გაინაღდეს თავისი წვლილი სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროსაც მიუძღვის. მან მეორე ტაიმის მე-8 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა,...
რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება
რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა? თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა. „არგენტინაში ყველამ კარგად იცის,...
კრესპო: მესი მარადონა არ არის!
ყოფილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილემ ერნან კრესპომ, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებთა ფრის (1:1) შემდეგ თქვა: „ლეო მარადონა არ არის. მას არ შეუძლია მარტომ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, დიეგომ კი ინგლისთან ხუთი ჩამოიტოვა. ხვდებით განსხვავებას?” კრესპომ იტალიური La Gazzetta Sportiva-სთვის მიცეულ ინტერვიუში თემა ასე განავრცო: „მესი რომ მარადონა არ არის და...
კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.
ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა. კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას...
ნეტავ რეალმა ყველა თამაში წააგოს
„ბარსელონას” მცველმა ჯორდი ალბამ თქვა, მართალია „რეალის” ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვოცნებობ მათ უკლებლივ ყველა თამაში წააგონო — ასეთია 29 წლის კატალონიელის დამოკიდებულება ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც მადრიდელები „ლივერპულს” ხვდებიან. ალბას დიდი იმედი აქვს, რომ შაბათ საღამოს „რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მილოცვა არ მოუწევს. შარშან, როდესაც „თეთრებმა” „იუვენტუსი” დაამარცხეს ბარსელონელს ამის გაკეთება...
ოქროს ბუცი მესისთან დარჩა
ლეო მესისთვის გასული სეზონი გოლებით უხვი გამოდგა. მან „ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს მეხუთე „ოქროს ბუცი” და პიჩიჩის ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა. „ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მესის ერთხანს თითქოს ლივერპულელი მო სალაჰი უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ბარსელონელმა ესპანეთის ჩემპიონატში მაინც ბევრად აჯობა თავის კონკურენტებს. ამდენად, არგენტინელმა უკან ჩამოიტოვა ევროპის სხვადასხვა ლიგების ბომბარდირები და გოლეადორები კრიშტიანუ რონალდუ,...









