იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის...
ჭდე: ლევან მაისაშვილი
… თუ გამოვიდა კარგი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...
პარიზში, მგლებთან…
7 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პარიზში მატჩს გამართავს, რომელმაც შესაძლოა ტურნირის ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გამოავლინოს. ბორჯღალოსანთა მეტოქე პორტუგალიის ნაკრები, „ლობუში“ (მგლები) იქნება, ეს გუნდი კი დამაჯერებლად დაწინაურებული ქართველების უახლოესი მდევარია. პორტუგალია ევროპის რაგბის ჩემპიონატში ახლაღა, 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და საქმეს ეგრევე შეუდგა: ჯერ ბელგიას შინ 23:17 მოუგო, შემდეგ კი რუმინეთს უმასპონძლა და...
ბელგიასთან – ახალი კაპიტნით და ორი დებიუტანტით
დღეს, 22 თებერვალს, ქუთაისის „აია არენაზე“ დიდი რაგბია – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს გამართავს, მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. წლევანდელი „მეორე ექვსი ერი“ ძალიან მოულოდნელად და სენსაციურადაც კი ვითარდება. თავად განსაჯეთ: ერთპიროვნულ ლიდერ საქართველოს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი არეულობაა. მეორე ადგილზე ტურნირზე წლეულს დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრებია,ხოლო მესამეზე...
სენსაცია საქართველოს არ ეხება – ესპანეთიც განზეა
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...
რუმინეთამდე საქართველო
შაბათს, 1 თებერვალს, საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი მორაგბეების ტრადიციული და უმთავრესი კონკურენტია. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, დასაწყისი 18:00 საათზე. ამასობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი...
საქართველოს ევროპაში მაისაშვილი გაიყვანს
საქართველოს რაგბის კავშირში ბრიფინგი გაიმართა, რომელსზეც საზოგადოებისთვის რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაც გამოცხადდა. კერძოდ, ის, რომ 2020 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს, ვინც იმმავდროულად თბილისის „ლელო-სარასენსის“ მთავარი მწვრთნელია და აქამდე მილტონ ჰეიგის ასისტენტად მუშაობდა. ნაკრებს ჰეიგთან ერთად ჩამოცილდა ყველა უცხოელი სპეციალისტი და ლევანს ქართველი ასისტენტები ეყილებიან. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ „რაგბი ევროპის“...






