საპრიზო ფონდი 2,433,810 დოლარი, მოქმედი ჩემპიონი კევინ ანდერსონი, ლამაზი ქალაქი და არაჩვეულებრივი საჩოგბურთო კომპლექსი. ტურნირი, რომელსაც ATP ტურში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იქ მონაწილეობას მაღალი დონის მოთამაშეები არასოდეს თაკილობენ. თავის დროზე ვენაში უჩემპიონიათ როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარის, ხუან მარტინ დელ-პოტროს და სხვებს. 2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ფინიშის სწორზეა, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე პრესტიჟულია...
