ჭდე: ბაიერნი

Home ბაიერნი
გიჟი იყო!
ჩანაწერი

გიჟი იყო!

არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა 2003-2010 წლები „ბაიერნში” გაატარა. აქედან ორი სეზონის განმავლობაში მისი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელიც დემიჩელსისს მთლად კარგად არ დაამახსოვრდა. „ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ ალალი გიჟი იყო”, — თქვა 37 წლის ვეტერანმა არგენტინულ „ლა ნასიონთან” ინტერვიუში. დემიჩელისის ყვება, რომ ვან გაალი ექსცენტრული ადამიანია, რომლის საქციელი...

სახეში გაარტყა!
ჩანაწერი

სახეში გაარტყა!

„ბაიერნი” კრიზისშია. კრიზისი შაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც „რეკორდმაისტერმა” პრინციპული თამაში წააგო ლიდერ „დორტმუნდთან”, თავად კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა. ბავარიელები დორტმუნდელებს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. არადა, „ვესტფალენშტადიონზე” იგებდნენ — პირველ ტაიმში 1:0-ს, მეორეში 2:1-ს, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდნენ. თუმცა, ჩვენი ცნობა იმდენად ფეხბურთს არ ეხება, რამდენადაც ქცევას, რომელიც ისევ და ისევ ადასტურებს, რომ „ბაიერნში” ცუდი...

გერლინგერის და პავარის საიდუმლო შეხვედრა
ჩანაწერი

გერლინგერის და პავარის საიდუმლო შეხვედრა

ახლა კი არა, ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში წერდნენ „ბილდი” და „შპორტ ბილდი”, რომ მიუნხენის „ბაიერნი” მომავალ ანუ 2019 წლის ზაფხულში საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველს ბენჟამენ პავარს იყიდის. ზუსტად ასახელებდნენ თანხასაც — 35 მილიონი ევრო. დღეს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი, საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი. „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” წერს, რომ „რეკორდმაისტერის” დირექტორი მიხაელ გერლინგერი პავარს რუსეთშივე მოელაპარაკა...

ბაიერნის ფრემ ხალხს კლინსმანის სიგიჟე გაახსენა
ჩანაწერი

ბაიერნის ფრემ ხალხს კლინსმანის სიგიჟე გაახსენა

„ბაიერნმა” „ფრაიბურგთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა, შინ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა, ლიდერ „დორტმუნდს”, რომელმაც ვოლფსბურგში 1:0 მოიგო, 4 ქულით ჩამორჩება. „ფრაიბურგს” მიუნხენში ქულა 1997 წლის მაისის შემდეგ არ მოუპოვებია. ეს ამბავი კი გულშემატკივრის მეხსიერებას ასე ცხადად იმიტომ შემორჩა, რომ 21 წლის წინ, როდესაც „რეკორდმაისტერის” იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ იურგენ კლინსმანი შეცვალა, თავდამსხმელი ისე განრისხდა,...

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს
ჩანაწერი

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს

„ფუტბოლლიკსის” („ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგიაა) ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპის წამყვანი კლუბები „სუპერლიგის” შექმნას აპირებენ და უნდათ ამ შეჯიბრებით დღევანდელი ევროთასები (და შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატებიც) ჩაანაცვლონ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. ინგლისურ „მირორში” გამოქვეყნდა წერილი, სადაც აქცენტი „ბაიერნზე” იყო გაკეთებული. სტატიის სათაური გახლდათ: „ბაიერნი ბუნდესლიგიდან გასვლის ნიადაგს სინჯავს”. „რეკორდმაისტერმა” თავი მოვალედ ჩათვალა ამ ინფორმაციისთვის ოფიციალური პასუხი გაეცა...

ვინ იყო ის საიდუმლო ხუთი ფეხბურთელი?
ჩანაწერი

ვინ იყო ის საიდუმლო ხუთი ფეხბურთელი?

წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს” წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ პარიზში ათამაშა — 2:2. ეს გუნდი ამჯერად „ნაპოლი” იყო და მან კინაღამ მოიგო. პსჟ-მ მხოლოდ მსაჯის...

ვენგერი ბაიერნში?
ჩანაწერი

ვენგერი ბაიერნში?

დაირხა ჭორი, რომ „ბაიერნის” შეფობა პრეს-კონფერენციას გეგმავს. თემა: არსენ ვენგერი და „რეკორდმაისტერი” ანუ მართალია თუ არა, რომ ფრანგი ბავარიელთა თავკაცი გახდება. ბოლო დღეებში „არსენალის” ყოფილ თავკაცს „ბაიერნთან” ძალიან ინტენსიურად აკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მართალია ინიციატივა „ბაიერნს” ეკუთვნის, მაგრამ ვენგერიც მზად არის მოლაპარაკებისთვის ანუ სამსახურით დაინტერესებულია. „ლე პარიზიენი” წერს, რომ 68 წლის მწვრთნელმა ფრანგულ პრესას განუცხადა:...

სულელური პენალტი
ჩანაწერი

სულელური პენალტი

„ბაიერნმა” „ჰერტასთან” ბერლინში 0:2 წააგო. რეკორდმაისტერმა პირველი გოლი პენალტით გაუშვა — ჯერომ ბოატენგი სრულიად უაზროდ გასრიალდა და ნაცვლად იმისა, რომ მეკარის მოგერიებული ბურთისთვის ხაზს იქით წყნარად გადასვლის საშუალება მიეცა, მეტოქე წააქცია. ბოატენგის შეცდომას კრიტიკით გამოეხმაურა გერმანული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ტელეექსპერტი, 51 წლის მათიას ზამერი. „ევროსპორტის” კომენტარში მან თქვა: „ჯერომ ბოატენგი უნდა გაჩერებულიყო. ის ჭარბი მოტივაციით...

ხამესის და ვაგნერის პრობლემები
ჩანაწერი

ხამესის და ვაგნერის პრობლემები

ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი. მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც...

ბაიერნში მობილური აიკრძალა
ჩანაწერი

ბაიერნში მობილური აიკრძალა

ნიკო კოვაჩი „ბაიერნში” სიმკაცრის გამოვლენას იწყებს. რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ერთი შეხედვით უცნაური ბრძანება გასცა: გუნდის ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე, გასახდელების გარეთ, ნებისმიერ ოთახში მობილური ტელეფონით სარგებლობა იკრძალება. ვიმეორებთ, აკრძალვა ეხება ყველა ფუნქციონალურ, საცხოვრებელ და სამკურნალო სივრცეს. სხვათა შორის, ზოგმა ფეხბურთელმა პირველად ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც ხორვატმა მწვრთნელმა ორი კვირის შემდეგ თავისი განკარგულება მკაფიოდ გაიმეორა და...