არგენტინა კვლავ ნიდერლანდებთან გამარჯვებას ზეიმობს. „ალბისელესტემ” „ორანიეს” პირველად მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალში მოუგო, შემდეგ კი 2014 წლის ნახევარფინალში. და აი მესამე წარმატება — 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ძირითადი დროის 2:2 დასრულების შემდეგ ლეო მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა პენალტებით გაიმარჯვეს. არადა, არგენტინელები 2:0-ს იგებდნენ. ჰოლანდიელებმა პირველი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე შეაგდეს, 90+11 წუთზე კი გაათანაბრეს...
Tag: არგენტინის ნაკრები
ტატა მარტინო წავიდა
ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი...
არგენტინა მერვედფინალში გავა, თუ…
არგენტინამ ლეო მესისა და ენცო ფერნანდესის გოლებით მექსიკას 2:0 მოუგო და C ჯგუფში პოლონეთის შემდეგ საუდის არაბეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პოლონელებს 4 ქულა აქვთ, არგენტინელებსა და საუდელებს სამ-სამი. ბოლო ადგილზე ერთქულიანი მექსიკაა. ახლა ვნახოთ რა შემთხვევაში გავა მესის გუნდი ფლეი-ოფის ეტაპზე. არგენტინა ჯგუფში პირველ ადგილზე გავა თუ ის ბოლო ტურში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებს პოლონეთს,...
უღრიალა: თქვენ ვერ მოგვიგებთ!
საუდის არაბეთის ნაკრების მცველი ალი ალ-ბულაიში არ მალავს, რომ მისი გუნდის მეორე გოლის შემდეგ ლეო მესისთან მიიჭრა და უღრიალა. დიდი სენსაცია მოხდა, მთელი მსოფლიოს მიერ აუტსაიდერებად მიჩნეულმა საუდელებმა ფავორიტ არგენტინელებს 2:1 მოუგეს. შეგახსენებთ: ანგარიში არგენტინელებმა მესის პენალტით გახსნეს, რასაც შესვენების შემდეგ არაბებმა ხუთ წუთში ორი გოლით უპასუხეს. და როგორც კი საუდის არაბეთი დაწინაურდა, ალ-ბულაიში საზეიმოდ...
სკალონიმაც დაასახელა…
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა: მეკარეები: ემელიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხერონიმო რული (ვილიარეალი, ესპანეთი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი) მცველები: ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ხერმან პესელა (ბეტისი, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარკოს აკუნია (სევილია,...
მესის ბოლო მუნდიალი
ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა. „ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”. „ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან...
მესი ფულია
ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობის სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, ლეო მესიმ „პარი სენ ჟერმენში” შესანიშნავი პირველი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მისავე გასულ წლებს თუ შევადარებთ, რაღაც ვერ იყო ძველებურად. პარიზულ კლუბს მიაჩნია, რომ ამის გამოსწორება შეიძლება. მსოფლიოს შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ფიზიკური პრობლემები დაძლია, წინ კი დიდი სტიმული – მსოფლიოს ჩემპიონატია… ესე იგი მესი შეიძლება ძველებურად აფეთქდეს. „მარკას” ცნობით პსჟ...
აგუერო კარიერას ასრულებს
33 წლის არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო „კუნ“ აგუერო პროფესიონალი ფეხბურთელის 18 წლიან კარიერას ასრულებს. აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ბოლოს „ბარსელონაში“ გადავიდა სადაც მეგობრის, ლეო მესის მხარდამხარ უნდოდა ეთამაშა, მაგრამ მესი „პარი სენ ჟერმენში“ წავიდა, აგუეროს კი „ალავესთან“ შეხვედრაში მოედანზე გულის შეტევა მოუვიდა — არითმია აღმოაჩნდა. დიადი დიეგო მარადონას ყოფილი სიძის შესახებ ბოლო ინფორმაცია ასეთი...
გოლაცრუებული თამაში
არგენტინამ და ბრაზილიამ 0:0 ითამაშეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არგენტინელებს ახლა უკვე მიჯრით 27 შეხვედრა არ წაუგიათ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ. რაც შეეხებათ ბრაზილიელებს, ისინი შესარჩევი შეჯიბრების ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. მათ ყატარის საგზური ისედაც „ჯიბეში ედოთ“. არგენტინას შესარჩევ შეჯიბრებაში ბრაზილიისთვის 2005 წლის მერე არ მოუგია. 2005-ში, „ალბისელესტემ“ 3:1 გაიმარჯვა. ორი გოლი...
აგუეროს გული გამოსაკვლევია
სერხიო აგუერო შაბათს, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასა“ და „ალავესის“ შეხვედრის (1:1) პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე დაწვა და მკერდზე იკიდებდა ხელს. ის შეცვალეს და გამოსაკვლევად საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც კატალონიური გამოცემა „სპორტი“ იუწყება, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვეტერანს არითმია ჰქონდა. ახლა დასადგენია, რამ გამოიწვია „ინდეპენდიენტეს“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელის ორგანიზმში ეს კარდიოლოგიური პრობლემა. გაზეთი წერს, რომ პრემიერლიგის...









