“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო… “სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?
ესღა აკლდა ნეიმარს და აგერ, ინებეთ – ბრაზიანმა ერიკ კანტონამაც გამონახა დრო ბრაზილიელის გასაკენწლად. – 25 წლისა „ბარსელონაში“ და ბრაზილიის ნაკრებში რომ ხარ, საკითხავია, რატომ გადადიხარ საფრანგეთის ჩემპიონატში ? „ამიენს“ და „გენგამს“ რომ ეთამაშო ? მე ფეხბურთის სიყვარული სხვანაირად მესმის. ვითომ ჩემპიონთა ლიგა ? განა რამდენი მატჩია ჩემპიონთა ლიგაში ? არ მესმის, რატომ ჩამოვიდა საფრანგეთში...
მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი
შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს...
საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს
“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა. “ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო...
მადრიდის გულის ძგერა ესმის…
ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად...
მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო
23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ...
ხამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?
მიუნხენის „ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ნიჭიერად წაქცევა ინდური კინოს მამებმა თუ ნახეს, უთუოდ როლს მისცემენ ფილმში. სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ხამესს კორეელმა ცხვირზე წაუთათუნა, ის კი ტაისონის მუშტდარტყმულივით სამარცხვინოდ გაიშხლართა, არიქა, მსაჯი მეტოქეს გააძევებსო, მაგრამ მსაჯმა არ დაუჯერა. ამ ამბავს კინკლაობა მოჰყვა და კოლუმბიელმა ედვინ კარდონამ კორეელებს დასცინა – თითებით თვალები დაიწვრილა,...
მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ
ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს. “ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ...
ქალს უფრთხილდი, ლეო
“ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა “ჩელსის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის, ალვარო მორატას მეუღლე ალის კამპელოა. ბოლო ვიზიტისას ლეომ და ანტონელამ ალისს საჩუქრად “სარკანის” ფირმის 565 ევროიანი...
გრიზმანის თეოლოგია
საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა,...









