შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...
Author: სლავა გასპაროვი
მომავალ შეხვედრამდე…
3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...
ღირსებისთვის
ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...
არაფერი!
10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ? არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა...
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...
33:7 – მიზანი მიღწეულია!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წარმატებით შეასრულა მისია, რომელიც მას ურუგვაისთან მატჩზე დაეკისრა – ბონუსით, ანუ მინიმუმ 4 ლელოს გატანის გზით მოგება და მეტოქის 7-ქულიან დისტანციაზე არმიშვება. 33:7 – ესაა შედეგი, რომელმაც ქართველთა 5 ლელო და 26-ქულიანი უპირატესობა დაიტია, ანუ ბორჯღალოსნებმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს. მატჩისწინა ფონი კი სულაც არ იყო ქართველების სასარგებლოდ, რადგან სასტარტო მატჩში ჩვენმა გუნდმა...
მიზანი: ურუგვაისთან მოგება ბონუსით
კვირას, თბილისის დროით დილის 9:15-ზე დაიწყება მატჩი, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მიჯაჭვული: საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ. შეხვედრა იაპონიის ქალაქ საიტამას სარაგბო სტადიონზე გაიმართება და მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება. როგორც მოგეხსენებათ, რაგბი სპორტის იმ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ლოგიკურ შედეგს ძალიან დიდი ალბათობა აქვს და ამ თვალსაზრისით, რაგბი მართლაც გამორჩეულია – ძლიერი პრაქტიკულად ყოველთვის ერევა...
თამაში ერთი ტაიმი…
43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...
საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...
მზის ქვეყანაში ოვალი დატრიალებულა!
როგორც იქნა, დასრულდა 4 წელიწადად გაწელილი მოლოდინი და რაგბის მოყვარულებმაც გაიხარეს. პარასკევს იაპონიაში სტარტი აიღო რაგბის IX მსოფლიო თასის გათამაშებამ. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს სეხნია არენა „ტოკიო სთედიუმზე“ ტექნოლოგიურად სხვებზე შორს წასული ამ ქვეყნის შესაფერისი საზეიმო გახსნა გაიმართა – ძალიან ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური. ტურნირი ოფიციალურად გახსნეს იაპონიის პრინცმა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტმა. ხოლო ამ სასიამოვნო...









