ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. ზოგიერთი ჩვენებურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროთასების მეორე ტურში, ზოგიერთის კი, პირიქით, ჩაფლავდა. დავით ზირაქაშვილის „კლერმონი“ ირლანდიურ „ალსტერს“ ეწვია და უდრამატულეს ბრძოლაში 13:18 დამარცხდა. 36 წლის ქართველი თამაშში მარქაფიდან 36-ე წუთზე ჩაერთო და მანამდე უფერული „კლერმონი“ გამოაცოცხლა. როცა ზირაქა მოედანზე გავიდა, მისი გუნდი 3:13 მარცხდებოდა და სწორედქართველ ბურჯის...
Author: სლავა გასპაროვი
როგორ დაიპყრეს ქართველებმა პარიზი
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის ითამაშეს ქართველმა მორაგბეებმა ასე შედეგიანად, როგორც ეს გასულ პარასკევს მოხდა. ჩელენჯ კაპზე, რანგით მეორე სარაგბო ევროტურნირზე ერთბაშად 3 ლელო გავიდა, პლუს ამას 2 გარდასახვა და ზედაც 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმა. გარდა ამისა, 2 ქართული ლელო საფრანგეთის პრო დ2-ში დაიდო. ჩელენჯ კაპის ახალმა გათამაშებამ სტარტი რუსეთში აიღო: კრასნოდარის სტადიონზე კრასნოიარსკის „ენისეიმ“ ინგლისურ...
ვინ არის მეოთხე?
უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან...
ქართველები, თასები და ევროპა
მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ. ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ...
პინგ-პონგი და ქურციკები
ნამდვილად მოსაწყენი თამაში გამოუვიდათ სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებებს, არადა ეს იყო მსოფლიოს 2019 წლის თასის ნახევარფინალური მატჩი. რას იზამ, ყოველ მატჩში ხომ არ იქნება ისეთი ბურთაობა, როგორიც ინგლისელებმა ახალზელანდიელებთან იგივე იოკოჰამურ სტადიონზე ერთი დღით ადრე გააჩაღეს?! ძალაუნებურად, იმ ფეერიულ სანახაობასთან გვიწევს პარალელების გავლება, მაგრამ არ გამოდის. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში მეტი ბრძოლა იყო მოსალოდნელი,...
მშრალი ზელანდიის მადლი
დეტალია, მაგრამ საინტერესო: ინგლისთან დამარცხებულმა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ისტორიაში უკვე მეორედ წააგო პირველი ტაიმი ისე, რომ ქულის გაკეთებაც ვერ შეძლო. „ვარდებმა“ სამხრეთელებს საწყისი 40 წუთი 10:0 მოუგეს, ხოლო პირველად შორეულ 1991-ში, II მსოფლიო თასზე მოხდა, როცა ასევე ტიტულის დამცველი ჩემპიონი „ოლ ბლექსი“ მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა ავსტრალიის ნაკრებმა ასევე ნახევარფინალში 16:6 დაამარცხა, თან...
მეფე მოკვდა!..
„მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!“ – ასე აუწყებდნენ სამყაროს ძველ საფრანგეთში მონარქის გარდაცვალებისა და ტახტზე ახალი მეფის ასვლის ამბავს. ამ ცნობილი ფრაზის პირველი ნაწილი იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე უკვე ახდა… ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და სამყაროს აუწყა, რომ სარაგბო მსოფლიოს ახალი მეფე ეყოლება. თუ ვინ კონკრეტულად, ამას ერთ კვირაში შევიტყობთ....
სამხრეთი და ჩრდილოეთი იოკოჰამაში გამოჩნდება
ისე მოხდა, რომ იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში ის ოთხი გუნდი გავიდა, რომელთაც ამ წარმატებას სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ სულ სხვა საკითხია, თუ ვინ როგორ სტილში და რის ხარჯზე იმარჯვა თავის მეტოქეზე მეოთხედფინალურ ჯახში. სჯობს მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. თავდაპირველად ერთმანეთს ინგლისი და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. ქალაქ ოიტას „ბანკ დოუმზე“ შეკრებილმა თითქმის 37-მა ათასმა...
აფრასიძეს იაპონია დაუფასდა
გელა აფრასიძემ კარგად ითამაშა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე და ეს შეუმჩნეველი არც მისი ფრანგული კლუბისთვის დარჩენილა. „მონპელიეს“ ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ქართველ 9 ნომერთან თანამშრომლობის 3 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. „აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მიხარია, რომ კლუბმა ნდობა გამომიცხადა. ვეცდები დაოსტატება განვაგრძო და გუნდის თამაშში ჩემი წვლილიც შევიტანო“, – განაცხადა 21 წლის ბორჯღალოსანმა, ვისაც ეროვნულ გუნდში უკვე...
საკურას ყვავილობა…
რაგბის უმთავრესი ტურნირი, მსოფლიოს IX თასი გადამწყვეტ ფაზაში გადადის. 4 ჯგუფის გამარჯვებულ-მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც 4 წყვილი შეადგინეს. და ვიდრე მომავალ რკენებზე ვისაუბრებდეთ, ჯგუფურ ეტაპს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი. A ჯგუფში მოხდა ის, რასაც ყოველი მსოფლიო თასის წინ ველით და რაც საბოლოოდ არ ხდება ხოლმე. სპორტის ამ სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ძალიან იშვიათია სენსაციები და...









