ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ იმას, რაც ფეხბურთელობის წლებში დააკლდა, ახლა, 43 წლისა აინაზღაურებს — ლაპარაკია ინგლისში დამკვიდრებაზე. „იუვენტუსის” ლეგენდამ და თავისი ეპოქის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა 11 წელიწადი ტურინულ კლუბში გაატარა; კარიერის დასაწყისში ორი წელიწადი თამაშობდა „პადოვაში”, ბოლოს კი ავსტრალიასა და ინდოეთშიც აგორა ბურთი. პრემიერლიგაში არასდროს ყოფილა. კარიერის დამთავრების შემდეგ „პინტურიჩომ” გლამურულ-სპორტული ტანსაცმლის ხაზი...
Author: ლუკა თალაკვაძე
მესი და ვალვერდე ინიესტამ გააშველა?
ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს. „დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო,...
იდგნენ და სციოდათ
ინგლისში თოვს, ცივა, ტრასებზე საცობებია. მსაჯის დამატებული უმოქმედობის წუთებიღა აკლდა „ტოტენჰემის” გულშემატკივარს. „უემბლიზე” ხალხმა ღრიანცელი მორთო: „როჩდეილთან” განმეორებითი სათასო შეხვედრის (6:1) პირველ ტაიმში, მეტიც — 25 წუთში, მსაჯმა პოლ ტიერნიმ ოთხჯერ შეაჩერა თამაში, რათა თავისი გადაწყვეტილების სისწორე ვიდეორეფერისთან შეემოწმებინა. ასეთ დროს ტელემაყურებელი კიდევ ერთობა, ტრიბუნაზე კი მოსაწყენი პაუზაა. „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო გაბრაზდა: „ეტყობა...
კაცი საშიში ზონიდან
კაცმა კვირაში 50 გირვანქად ოთახი იქირავა და იქიდან ბინოკლით „ლივერპულის” ვარჯიშებს უყურებდა. ეს კაცი კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოა, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. მექსიკის ნაკრები F ჯგუფში გერმანიას, შვედეთს და სამხრეთ კორეას უნდა ეთამაშოს. ოსორიოს „სანი” ელაპარაკა, ჩვენ კი ამ საუბრის ფრაგმენტებს გთავაზობთ. „მექსიკის ნაკრებს 2015 წელს ჩავუდექი სათავეში. შესარჩევში მხოლოდ ერთი...
მეტი ვარცხნილობა, ვიდრე გოლი
პოლ პოგბამ პრემიერლიგაში „ჩელსის” 2:1 დამარცხებას ახალი ვარცხნლობა მიუძღვნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებში ჟოზე მოურინიუ ფრანგს შემოსწყრა და ან სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჰყავდა ან კიდევ ადრე ცვლიდა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ რაც „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, პოგბამ უფრო მეტი ვარცხნილობა გამოიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა. რიცხვებში ეს ასე გამოისახება: 12...
ნეიმარი რეალთან ვერ ითამაშებს
ამოვარდნილი კოჭი და გაბზარული ძვალი — ნეიმარს ექვს ან რვა კვირიანი მკურნალობა დასჭირდება. როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” შეხვედრაში (პარიზელებმა მოიგეს 3:0) მოედანი აცრემლებულმა დატოვა. 26 წლის ფორვარდს ფეხი გადაუბრუნდა. ორშაბათს, ნეიმარმა თავისი თაბაშირში ჩასმული ფეხის ფოტო დაპოსტა. ამრიგად, მთავარ კითხვას, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი „რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში, სამწუხაროდ,...
ჯერ ადამიანი და მერე მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა მკერდიდან ყვითელ ლენტს არ მოიშორებს. ის მხარს უჭერდა და უჭერს დაპატიმრებულ კატალონიელ პოლიტიკოსებს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი როგორც უნდა ისე დასაჯოს. ადრეც გაუწყეთ, რომ ყვითელი ლენტის ტარებისთვის ასოციაციამ „მანჩესტერ სიტის” თავკაცს ბრალი წაუყენა, მაგრამ მან ყურიც არ შეიბერტყა და კვირას, „კარაბაოს თასის” ფინალში ისევ ლენტით გამოეცხადა საზოგადოებას. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ თქვა: „ფეხბურთის...
ოპერაცია ტუალეტის ქაღალდი
საბერძნეთში ლიდერთა შეხვედრა გადაიდო. მიზეზი: ტუალეტის ქაღალდი. „პაოკი” „ოლიმპიაკოსს” მასპინძლობდა. სუპერლიგის ცხრილში გუნდებს შორის ორი ქულაა. „პაოკს” რომ მოეგო, მდევარს ხუთი ქულით გაექცეოდა და თან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას დაიბევებდა, მაგრამ თამაში ჩაიშალა. მატჩის დაწყების წინ სტუმართა მწვრთნელს, ესპანელ ოსკარ გარსიას თავში რულონი მოხვდა. გარსია ადრე ინგლისურ „უოტფორდს” ედგა სათავეში. ფეხბურთელობის წლებში ის მეტწილად „ბარსელონაში”...
ბუენოს თბილისი
ქვემოთ თანდართული ვიდეო შეგიძლიათ 2 წუთისა და 40 წამის მერე ჩართოთ… ნუ, თუ ძალიან გიყვართ არგენტინული ფეხბურთი, მაშინ თავიდან უყურეთ. ეს გახლავთ „ურაკანისა” და „ესტუდიანტესის” შეხვედრის მიმოხილვა. თამაში მოიგო „უარაკანმა” 1:0 და ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. რასაკვირველია, ინფორმაციას ამ მატჩის შესახებ იმიტომ არ გაწვდით, რომ არგენტინის პირველობის მორიგი ტურის ამბები გავარჩიოთ. შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება...
მე ან ის!
თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა. ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის...









