„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში თებერვლის შემდეგ პირველი თამაში მოიგო – „ენფილდზე’’ „ფულემი’’ დაამარცხა, 2:0. 17 წლის ინგლისელი მარცხენაფლანგელი რიო ნგუმოჰა უმაღლეს დონეზე სასტარტო შემადგენლობაში მეორედ თამაშობდა. ის სულ მეთოთხმეტედ იყო მოედანზე და უკვე მეორე გოლი გაიტანა. შესვენებამდე მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი შეაგდო. ეს იყო ეგვიპტელის პირველი გამოჩენა „ენფილდზე’’ მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ „ლივერპულიდან’’ მიდის.
Liverpool Echo-მ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელების თამაში და მერსისაიდელთა მეკარეს გიორგი მამარდაშვილს 7 დაუწერა. ასეთი ქულა მის თანაგუნდელთა შორის ბევრმა მიიღო. სიტყვიერად პორტალმა ქართველის თამაში ასე დაახასიათა: „თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ ოსკარ ბობს მნიშვნელოვანი დარტყმა აუღო. მოგვიანებით პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ მოიგერია ყოჩაღად’’.
7 ქულა დაუწერა მამარდაშვილს საიტმა This is Anfield-მაც.
„მამარდაშვილი საქმეში სერიოზულად პირველად 31-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ოსკარ ბობის დარტყმული მოიგერია. მეტწილად ის მაყურებლის როლში იყო, რადგან „ფულემი’’ ხიფათს ვერ ქმნიდა. კვლავ ალისონის საიმედო დუბლიორად რჩება. ეს იყო ქართველის პირველი „მშრალი’’ მატჩი 8 შეხვედრაში’’, – დაწერა პორტალმა.
ასევე 7 ქულით შეაფასა გიორგის თამაში საკუთრივ „ლივერპულის’’ ოფიციალურმა საიტმაც: „მან „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაში რამდენიმე კარგი დარტყმა მოიგერია და ამჯერადაც კარგად ჩაერია საქმეში, კერძოდ, როდესაც ოსკარ ბობის დარტყმული უკუაგდო. ფეხით ბურთის განაწილებაზე ჯერ სამუშაო აქვს, მაგრამ როგორც დარტყმების მომგერიებელი უდავოდ ძლიერია’’.
flashscore – 7.5 („ლივერპულში’’ მეოთხე შეფასება ვან დაიკთან ერთად); awoscored – 7.7 („ლივერპულში’’ მეოთხე შეფასება); sofascore – 7.3 („ლივერპულში’’ მეექვსე შეფასება); fotmob – 8.1 (მეორე შეფასება ნგუმოჰასთან ერთად)
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
