საქართველომ ევროპა წააგო

Home კატეგორიის გარეშე საქართველომ ევროპა წააგო
საქართველომ ევროპა წააგო

უამრავი შეცდომის გამო საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან 17:19 წააგო.

პირველი ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო, თუმც შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები იყვნენ. პორტუგალიელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ. სამი საჯარიმო და ერთი ლელო გაგვიტანეს. რაზეც მხოლოდ ერთი ლელოთი ვუპასუხეთ. ლობუშებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდნენ.

პორტუგალიამ მეორედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონტი.

საბოლოო მდგომარეობა
1. პორტუგალია, 2. საქართველო, 3. ესპანეთი, 4. რუმინეთი, 5. ბელგია, 6. შვეიცარია, 7. ნიდერლანდები, 8. გერმანია

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...