პიონგჩანგში, სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა გასულ შაბათს სუპერგიგანტური სლალომის სტარტზე რომ დადგა, ისტორიაც იმ წამს შეიცვალა – ჩეხ გოგონამდე სპორტის ორ სახეობაში ზამთრის ოლიმპიადაზე არავის ეასპარეზა. ესტერი იმ თხილამურებზე იდგა, ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მიქაელა შიფრინმა რომ დაიწუნა. ორივეს ერთი მომმარაგებელი ჰყავს, მაგრამ პირველი არჩევანის უფლება ამერიკელს აქვს.
ესტერმა დაფარა დისტანცია, ტაბლოს ახედა და დიდხანს ელოდა, რომ შეცდომას შეასწორებდნენ. არ შეასწორეს. მისი დრო საუკეთესო აღმოჩნდა! ახლადგამომცხვარი ჩემპიონი პრესკონფერენციაზე უზარმაზარი სათვალეებით მივიდა – მაკიაჟის გაკეთება ვერ მოვასწარიო…
დღეს ესტერ ლედეცკა უკვე სნოუბორდის სტარტზე დადგა პარალელურ სლალომშიც სწორუპოვარი გახდა.
ისე, მისი ორი ოქრო ჯერჯერობით, ორად ორია ჩეხეთისთვის მიმდინარე პიონგჩანში.
თოვლის პრინცესას სამშობლოში ზღაპრულ დახვედრას უკვე უმზადებენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
