
ინგლისური „სანის” ინფორმაციით „ჩელსი” სადაცაა „ნაპოლის” 85 მილიონ გირვანქად (99 მილიონი ევრო) ღირებულ ნიგერიელ ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენს იყიდის. ლონდონელთა ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც ახლა ნეაპოლელებს უდგას სათავეში ოსიმენის სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს, 21 წლის იტალიელ ნახევარმცველ ჩეზარე კაზადეისა და კიდევ 39 მილიონ გირვანქას (45.5 მილიონი ევრო) ითხოვს.
25 წლის ოსიმენს სერია A-დან წასვლა უნდა, 31 წლის ლუკაკუ კი „ჩელსისგან” თავის დახსნას ეშურება. ბელგიელმა ორი სეზონი იჯარით „ინტერსა” და „რომაში” გაატარა.
„ჩელსის” მილიარდერმა მეპატრონემ ტედ ბოელიმ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე 152 მილიონი გირვანქა დახარჯა, რის შედეგადაც მის მიერ ფეხბურთელების ყიდვაში დახარჯულმა ჯამურმა თანხამ 1 114 000 000-ს მიაღწია.
„ჩელსის” ახალ მწვრთნელ ენცო მარესკას ძალიან სურს ოსიმენთან მუშაობა. საინტერესოა, რომ ლუკაკუ „ჩელსის” 2021 წელს 97.5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ლონდონელებმა ის „ინტერისგან” შეიძინეს. მას კონტრაქტის თანახმად „ჩელსიში” კიდევ ორი წელიწადი აქვს გასატარებელი. ლუკაკუს ლონდონური ხელფასი კვირაში 325 ათასი გირვანქა ანუ 379 ათასი ევროა.
ამბობენ, რომ „ნაპოლი” და „ჩელსი” ოსიმენისა და ლუკაკუს იჯარების გაცვლაზეც მუშაობენ, მაგრამ თავად ნიგერიელს პრემიერლიგაში სრული გადაბარგება უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
