ფიფამ გლაზგოში, გენერალური ასამბლეის დღეს, ჯერ კიდევ საკითხის განხილვამდე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლურჯ ბარათს არ შემოიღებს. მოგეხსენებათ, არსებობს იდეა წითელი და ყვითელი ბარათების გარდა მსაჯები აღჭურვონ ლურჯი ბარათითაც, რომლის ძალითაც ისინი ფეხბურთელებს 10 წუთით გააძევებენ მოედნიდან. იდეის ავტორები ამბობენ, რომ არბიტრებმა ეს ბარათი უნდა ამოიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ემოციურად აპროტესტებს რაღაცას ან ტაქტიკური მოსაზრებით ჯარიმდება. ამ უკანასკნელის კონკრეტულ მაგალითად მოჰყავთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში ჯორჯო კიელინის ტაქტიკური ფოლი ბუკაიო საკას წინააღმდეგ.
ფიფამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია IFAB, რომელიც ახალი საფეხბურთო წესების შემოღებაზე ზრუნავს ლურჯ ბარათს დატესტავს, პროფესიულ დონეზე მას არ გამოიყენებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
