ცხრაწელმისჯილ რობინიოს „სივასსპორმა“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გუფორმა და 2 მილიონ ევროსაც ჩაუთვლის. სივასელები თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზე არიან, მათი მწვრთნელი კი 62 წლის სამეტ აიბაბა გახლავთ. 25 იანვარს რობინიო 34 წლის მოიყრება და ორი მილიონი ისეთი საჩუქარია, რომ კბილი არ გაესინჯება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ ნოემბერში მილანის სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნო და ცხრა წელი მიუსაჯა. „მილანის“ ყოფილ მოთამაშეს ალბანელმა გოგომ უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, 2013 წლის 22 იანვარს რობინიომ და მისმა დამქაშებმა მილანის „სიო კაფე“-ში ჩემზე იძალადესო.
მილანის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრაზილიაში ვერ ჭრის და ვერც თურქეთში გაჭრის, რადგან ფეხბურთელის ვექილებმა უკვე გაასაჩივრეს განაჩენი და ეს ამბავი კარგა ხანს გაიწელება რიო დე ჟანეიროს კარნავალივით. რობინიოს „სივასსპორში“ დახვდება არუნა კონე, 34 წლის კოტდივუარელი ფორვარდი, ვისაც „სევილიაში“ ( 2007-2008) უთამაშია მაშინ, როცა ბრაზილიელი მადრიდის „რეალში“ იყო.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
