აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.12 ოქტომბერს, „ბათუმი არენაზე“, საქართველოს ახალგზრდული ნაკრენი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

მატჩამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიას შეხვდა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით, რომ ნიდერლანდებთან ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. ეს თამაშები შანსია იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში – ეს მათთვის და ასევე ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ვიცი ჩემი გუნდის ხასიათი და დარწმუნებული ვარ, მიზანი ყველას მხოლოდ ერთი ექნება – რაც შეიძლება დადებითად და წარმატებულად დავამთავროთ ეს რთული შეხვედრა“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებმა 6-6 ქულა დააგროვეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა ბათუმში 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

წილი
წინა სტატიატაილანდთან სხვა გუნდით…
შემდეგი სტატიასტარტი წაგებით…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...