No description available.6 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს გაახლებული ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, 12 სექტემბერს კი კიშინიოვში, მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რამაზ სვანაძის გუნდმა ამ მატჩებისთვის მზადება წყალტუბოში დაიწყო. ამ ეტაპზე მზადება არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს, ლეგიონერთა ძირითადი ნაწილი გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრების გარდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წლეულს კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს:

12 ოქტომბერი: საქართველო – ნიდერლანდები

17 ოქტომბერი: საქართველო – შვედეთი

16 ნოემბერი: ჩრდ. მაკედონია – საქართველო