პოლიტანოს სასჯელი ელის

Home კატეგორიის გარეშე პოლიტანოს სასჯელი ელის
პოლიტანოს სასჯელი ელის

„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის მატეო პოლიტანოს საქმეს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გაარჩევს. მიზეზი: პოლიტანომ კვირას, „მილანთან” შეხვედრაში, მეტოქე გუნდის გულშემატკივარს უხამსი ჟესტი აჩვენა.  პოლიტანოს საამისო მიზეზი ჰქონდა — მილანელი გულშემატკივრები ტრიბუნიდან მას მეტად ბილწად შეურაცხყოფდნენ. „პარტენოპეელმა” თავი ვერ შეიკავა.

როგორც ითქვა, ფედერაციაში შეისწავლიან ფოტო და ვიდეომასალას. არ არის გამორიცხული ფეხბურთელს ჯარიმა აკმარონ, თუმცა შეიძლება დისკვალიფიკაციაც მიუსაჯონ, ოღონდ ეს უახლოეს ტურში არ მოხდება. პოლიტანოს ასეთივე რამ „ინტერში” თამაშის წლებშიც (2018-2021) გაუკეთებია.

Theo Hernandez of AC Milan and Matteo Politano of SSC Napoli compete for the ball during the Serie A football match between SSC Napoli and AC Milan...

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.