საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. კლუბი 24 წლის თავდამსხმელ დავით მუჯირს, 25 წლის მცველ მორის ნუსუევსა და 26 წლის ნახევარმცველ ნიკა ქორიძეს დაემშვიდობა.
ცნობილია, რომ დავით მუჯირი კარიერას ქობულეთის „შუქურაში“ გააგრძელებს.
ამავე დროს, „თელავმა“ სლოვენიელი მცველი მატია რომი დაიმატა.
24 წლის მატია რომის კარიერა სლოვენიურ კლუბ „დომჟალეში“ 2016 წელს დაიწყო, სადაც ოთხი წელი დაყო, 2020 წელს ხორვატიაში, „ინტერ ზაპრეშიჩში“ გადაბარგდა, 2021 წლიდან უკრაინულ კოვალიოვკას „კოლოსში“ სეზონნახევარი ითამაშა, ბოლოს კი ხორვატიულ „შიბენიკში“ იყო. სლოვენიის ყველა ასაკობრივი ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 2016-2017 წლების სეზონში, „დომჟალეს“ შემადგენლობაში, თავისი ქვეყნის თასი აქვს მოგებული.
მატია რომი „თელავში“ 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
