Kvaratskhelia enchants Anfield but does not find the final flicker: the report cards - image 1„ლივერპულისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა. ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ კი ამასობაში გამოაქვეყნა მისი ვერსიით მსოფლიოს ათი საუკეთესო მარცხენა თავდამსხმელის სია, რომელშიც 2001 წელს დაბადებული ქართველი, რომელმაც უმაღლეს დონეზე ჯერ მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა, მე-6 პოზიციაზეა. იტალიურმა პრესამ ყურადღება გაამახვილა, რომ კვარა „მილანის” ბრაზილიელ მარცხენაფლანგელ ლეაოზე მაღლა აღმოჩნდა. ათეული ასეთია:

  1. ნეიმარი (პსჟ)
  2. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
  3. სადიო მანე (ბაიერნი)
  4. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
  5. გაბრიელ მარტინელი (არსენალი)
  6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  7. რაფაელ ლეაო (მილანი)
  8. ლუის დიასი (ლივერპული)
  9. ლეროი სანე (ბაიერნი)
  10. რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი)