გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის სახელზე წერილი გაგზავა და ევროპის 2024 წლის შესარჩევი ტურნირიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების მოკვეთა მოითხოვა.
„არა მხოლოდ რუსეთი, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, არამედ ბელორუსი, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი მოკავშირე, უნდა მოიკვეთოს ყველა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირიდან. ყველა დამნაშავეს უნდა ჩამოერთვას სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, ფეხბურთმა უნდა გაამართლოს თავისი საპასუხისმგებლო როლი და გამოხატოს ერთიანი პოზიცია ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაიზერი.
შეგახსენებთ, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის 10 სტადიონზე გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
