პოლიტიკური თამაში

Home აქეთურ-იქითური პოლიტიკური თამაში
პოლიტიკური თამაში

Andriy Shevchenko in the Polish national team? Ukrainian journalist: I find  it hard to believe – TVP SPORTპოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში.

და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება…

ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ კავშირშია. სხვა წყაროები წერენ, რომ შევჩენკოს პოლონური ვარიანტი ფინანსური მიზეზების გამო ჩაიშალაო.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ