
„ოქროს ურნა“ – იტალიაში ეს პრიზი 2003 წლიდან დაწესდა და გადაეცემა სერია A-ში მოთამაშე ყველაზე ცუდ ფეხბურთელს.
2021 წელს ეს „საპატიო“ ტიტული „ფიორენტინას“ რუს ფორვარდ ალექსანდრ კოკორინს ერგო… კოკორინი, ფაქტობრივად, ტყუილადაა ფლორენციულ კლუბში. ამაზე წარსულში ცნობილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა გააკეთა კომენტარი.
კავაზაშვილმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, თქვა, იტალიელები დაგვცინიანო… „რაც ახლა კოკორინის გარშემო ხდება, იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი თავი ვერ უპოვნია. მოხარული ვიყავი, როცა „ფიორენტინაში“ წავიდა. კარგ ფეხბურთელად ვიცნობდი, რომელიც შემდეგ სკანდალში გაეხვა. ძალიან არ მინდოდა, რომ კოკორინი ფეხბურთში დაკარგულიყო. ყველამ იცის მისი მდგომარეობა და რატომ დასცინიან იტალიელები? ვფიქრობ, ეს მთლიანად ჩვენი დაცინვაა იტალიელების მხრიდან. განსაკუთრების კი ეს ჟურნალისტებს ეხებათ. ძალიან საწყენია, ფეხბურთელი კი ცოდოა“.
„ოქროს ურნა“ პირველად ბრაზილიელ რივალდოს მიანიჭეს. კოკორინი კი არა, რივალდოს გარდა კიდევ ისეთებს გადაეცათ… კრისტიან ვიერის, ადრიანოს, რიკარდო კვარეჟმას, პატოს, ფელიპე მელოს, დიეგო მილიტოს.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
