გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა.
დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა.
„ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად ჩააგდო. „ლოკო“ მეექვსე ადგილზე გავიდა, არადა, შემადგენლობის მიხედვით, მეტისთვის უნდა მიეღწია.
ვინ მოვა „ლოკომოტივში“, ეს ჯერ უცნობია და არც დევდარიანს მოუხაზავს მომავლის გეგმები. კარგი შედეგი ჰქონდა თბილისის „თბილისში“, გორის „დილაში“ და მისი 17 და 19-წლამდე ნაკრებებიც კარგად თამაშობდნენ. ჩავარდნა კი თბილისის „დინამოში“ ჰქონდა.
პროლიცენზიას ფლობს და ალბათ, კარგი სამსახურის პოვნა არ გაუჭირდება. ერთი ხანობა შოთა არველაძეს ეხმარებოდა თურქეთის „ტრაბზონსფორში“, ოღონდ სულ რამდენიმე თვე იმუშავეს.
დევდარიანის ასისტენტად ზურაბ ხიზანიშვილი მუშაობდა. ვითომ, მას ჩააბარებენ „ლოკოს“? არა გვგონია, მაგრამ დაველოდოთ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
