აიაქსმა თასი გულშემატკივრებს აჩუქა

Home აქეთურ-იქითური აიაქსმა თასი გულშემატკივრებს აჩუქა
აიაქსმა თასი გულშემატკივრებს აჩუქა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა. ერედივიზიონის დარულებამდე სამი ტურით ადრე აიაქსი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

საჩემპიონო თასი ამსტერდამელებს წინა ტურის შემდეგ გადასცეს. თუმცა, ის თასი უკვე აღარ არსებობს. კლუბმა თასი გადაადნო და 42.000 პატარა ვარსკვლავი დაამზადა, რომელსაც ყველა იმ ადამიანს გაუგზავნიან, ვისაც 2020-21 წლის სეზონის აბონიმენტი ქონდა შეძენილი და პანდემიის გამო თამაშებს ვერ დაესწრო.

Ajax melts its title to distribute it among its subscribers – Pledge Times

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.