სანემ სიტის უარი სტკიცა

Home აქეთურ-იქითური სანემ სიტის უარი სტკიცა
სანემ სიტის უარი სტკიცა
Leroy Sane: Man City boss Pep Guardiola 'raises my game ...ხოსეპ გვარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან საუბარისას დაადასტურა, რომ ლეროი სანე გუნდს აუცილებლად დატოვებს.
„ვერ გეტყვით, ეს ამ ზაფხულშივე მოხდება თუ ერთი წლის შემდეგ, მაგრამ სანე მიდის. ის ძალიან კარგი ბიჭია, უაღრესად განათლებული და მშვენიერი ოჯახი ჰყავს. ერთობ პერსპექტიულია.
გვინდოდა მისი დატოვება, ორჯერ თუ სამჯერ ახალი კონტრაქტიც შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა. მისი და „სიტის“ სამომავლო ამბიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს ლეროის არჩევანია და წარმატებებს ვუსურვებ,“ – თქვა პეპ გვარდიოლამ.
სანე ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და საკლუბოს გარდა სანაკრებო ამბიციებიც ამოძრავებს. არც არასოდეს დაუმალავს, რომ მისი ოცნების გუნდი მიუნჰენის „ბაიერნია“. ამ გუნდში ფეხის მოკიდება მისთვის ნაკრებში დამკვიდრების წინაპირობაც იქნება. „რეკორდმაისტერებს“ შეუძლიათ, სანე ახლავე გამოისყიდონ ან ერთი წლის შემდეგ უფასოდ წაიყვანონ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".