ისტორიაში ჩასაწერი ნულები შეგროვდა პრიმერა დივიზიონში მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ – სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე 1996 წლის აქეთ არ ყოფილა.

10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“ ძველი შედეგი გაიმეორა , „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და 3 ფრით ახალი ფურცელი ჩააკერა კლუბის დავთარში. მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოახერხა, რომ 11 ტურმოლეულს წაგება არ უგემია.
რაკი ისტორიაში ვიქექებით, აქვე გასულ საუკუნეში წაუგებელ სამეულებზე ვთქვათ: 1996-97- ში დაუმარცხებლები იყვნენ „ბარსა“, „დეპორტივო“ და მადრიდის „რეალი“, ხოლო უფრო ადრე, 1982-83 წლების სეზონში – „რეალი”, „სოსიედადი“ და ხიხონის „სპორტინგი“.
ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში 11 ტურის შემდეგ წაუგებელი გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა.1997-ში ჩემპიონობა „რეალმა“, 1983 წელს კი „ბილბაომ“ იზეიმა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
