ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი.საამისოდ ლატვიელთა სტუმრად ძლევაა საჭირო და პროგრამა მინიმუმიც შესრულდება…
რაღა თქმა უნდა, ანდორასთან იოლ გამარჯვებას ველოდით და მიუხედავად იმისა რომ ასეთი ტიპის გუნდებთან სათანადოდ განწყობას გარკვეული სირთულეები ახლავს, მაინც წარმოუდგენლად ჩანდა ანდორელებთან ვერმოგება.ზოგადად, ფეხბურთში რომ სუსტი მეტოქეები არ არსებობს, კიდევ ერთმა კავკასიურმა მატჩმაც ცხადყო – სევანის ზღვად გადაქცევას უფრო ვიფიქრევდი, ვიდრე ერევანში გიბრალტარისგან სომეხათა ძლევას…
ან და დორა-ზემო, რკინა-ორი იბერიული სიტყვისგან შერწყმული ეს ქვეყანა რკინის მადნებით იმდენად მდიდარია, რამდენადაც ღარიბი საფეხბურთო ინტელექტით და მიუხედავად ამისა, ჩვენს მეტოქეს ჩვენამდე წაუგებელ მატჩთა თავიანთთვის შთამბეჭდავი სერიაც ჰქონდა. თანაც ანდორელები ყველაზე უკეთ გოლის არგაშვებაში იყვნენ გამეცადინებულნი და ამ ფონზეც შესანიშნავია ქართველთა დიდი ანგარიშით გამარჯვება.
ცხადია, სოლიდურ საპირწონედ ანდორელები ვერ გამოდგებიან, მაგრამ ჩვენებმა განსწავლული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და აშკარად დაიტყვეს მწვრთნელის ხელი და დისციპლინირებულ, გეგმაზე მიმყოლ გუნდად წარმოჩინდნენ.
კუკლუქსკლანივით დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა კვეკვესკირი-კიტეიშვილი-კანკავას ტრიოს; შესანიშნავი იყო ვაკო ყაზაიშვილი და თვალშისაცემი გახლდათ ერთი ფაქტორიც, რაც აქამდე ყოველთვის აკლდა ეროვნულ გუნდს – ბრძოლა საფინალო სასტვენამდე. აკი გოლით დაფასდა კიდეც ბოლომდე ბრძოლა, გოლი ხომ ფეხბურთის ყველაზე ბრწყინვალე სამკაულია…
თბილისი. 13 ოქტომბერი. დინამო არენა.
საქართველო 3:0 ანდორა
გოლები: 1:0, 2:0 ყაზაიშვილი (33, 84), 3:0 კანკავა (90)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 90), ყაზაიშვილი, კაჭარავა (გვილია 81)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ანდორა: გომესი, მარტინესი, ვალესი, რებესი (პუიოლი 77), ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, სერვოსი, რუბიო, ლიოვერა (ე.გარსია 45+1), როდრიგესი
მწვრთნელი: კოლდო ალვარესი
გაფრთხილება: მარტინესი (28), ლიოვერა (33), კიტეიშვილი (38), ე.გარსია (51), როდრიგესი (60)
გაძევება: ვიეირა (90)
მსაჯი: ლ.ტრატუ (კვიპროსი)
ფეხბურთი. ერთა ლიგა – 2018. D-ლიგა, პირველი ჯგუფი
[table id=30 /]
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
