ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ჯეროვანი დახვედრა მოუწყვეს ესპანელებმა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ესპანეთისთვის ჯერ არნახული რამ გააკეთა – შერაზადაშვილამდე პირინეელებს ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ მსოფლიო ჩემპიონი.
ნიკა უკვე სახლშია, ქალაქ ბრუნეტში. აეროპორტში მას პირადად დახვდა ბრუნეტის მერი ბორხა გუტიერესი.
მერმა დიდი სიურპრიზი მოუმზადა შერაზადიშვილს.
ამიერიდან ბრუნეტის ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობის იქნება და ნიკო შერად იწოდება.
სხვათა შორის ბრუნეტში კინო რუისის სახელობის ქუჩაცაა, ვინაც შერაზადაშვილის მწვრთნელია და ეს პატივი 1991 წელს ირგუნა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
