საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი  საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
 საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ?
  • ვისთან?
  • ემაგათთან, გიგზრივალდოებთან.
  • რათა? ჩვენთანაც შეინიშნება.
  • რა?
  • სწრაფვა მომავლისკენ.
  • შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი?
  • პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი.
  • აბა, რა სწრაფვა შეინიშნება?
  • რო უკეთესობა იყოს.
  • კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა.
  • მეც ნავთობზე გელაპარაკები.
  • არა, არა, მე მინდა ბრონდბიუ, არ მინდა სულ ნავთი და ცეცხლი.
  • უმაგნავთოთ ბრონდბიუც არ გვეყოლება.
  • რათაო?
  • მნიშვნელობა უნდა შევიძინოთ.
  • რისა?
  • რო თავზე ქუდი გვხურავს.
  • და სონი ანდერსონს აქვს შეძენილი?
  • რა?
  • მნიშვნელობა.
  • არა, სონი ანდერსონს პორშე აქვს შეძენილი, ზეედორფსაც და რონალდოსაც.
  • მაგით ვერ გამაოცებ, ერთი-ორი პორშე ჩვენც მოგვეძებნება.
  • ხო, მაგრამ, ჩვენი პორშე ისე არ ჩანს ქუჩაზე.
  • ეხლა არ მითხრა, ეგეც ნავთობის გამოაო.
  • მნიშვნელობა უნდა შევიძინოთ.
  • ბურთაობას რა მნიშვნელობა უნდა? ბურთაობა უნდა და მორჩა.
  • და არ გამოდის უიმისოდ.
  • სტადიონზე როდის დამთავრდება სკამების დადგმა?
  • როცა მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
  • რა ენამწარე ხუმრობაა.
  • მწარე ის არის, რომ ვერ ავამუშავეთ.
  • რა?
  • გიგზრივალდოიანი მოტორი.
  • ეგეთი მოტორი არც არასდროს გვქონია.
  • მაშ, როგორი გვქონდა?
  • არ ვიცი. ისეთი არასოდეს გვქონია, იქ რომ გაგვეხურებინა.
  • მე მაინც იმაზე ვფიქრობ, რომ აღორძინდეს ჩვენი თამაში ჭეშმარიტად.
  • და მაგისთვის რა არის საჭირო?
  • მაისურზე „სონი“ მაინც უნდა გვეწეროს.
  • მაიტა დაგაწერო ეგ „სონი“, ვის მოუგებ? რივალდოს სულ არ აწერია არაფერი.
  • და გაზა?
  • გაზა რა შუაშია?
  • გაზას არ აწერია გულზე?
  • გაზას აწერია, სამშობლოსათვის, სტადიონისთვისო.
  • კარგი იქნებოდა, ჩვენც ეგ დაგვეწერა.
  • ნაღდად პარტიულ კრებაზე ყოფილხარ.
  • შენ ფეხბურთი არ გყვარებია?
  • არა, მე ტყუილად დაწერა არ მიყვარს.
  • ამით რას უშველი?
  • გიგზრივალდოიან ამბისკენ მივახედებ ხალხს.
  • მაინც შეინიშნება.
  • რა?
  • რო დარბიან. კარგია.
  • რაც რო ბუტურლაკინს ურბენია, ამდენი არ ურბენიათ ერთად მარადონას, პელეს და დისტეფანოს.
  • ბუტურლაკინი ვინ არის?
  • და შენ ფეხბურთზე მელაპარაკები?
  • რა ვქნა? ვიმედოვნებ.

19.09.1998