საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • ბიჭები სად არიან?
  • რავი, ზოგი სად, ზოგი სად.
  • აბა, ყველანი იქ არიანო?
  • მოიცა, შენ ვისზე მეკითხები?
  • ჩვენებზე რა, ფარიასზე, ჯანფრანკოზე, მარიოზე…
  • ჰოო, ეგენი დაიმტვრნენ და ლუდნახებში მკურნალობენ. ვინც არ დაიმტვრა და კონდიციებს ვერ აკმაყოფილებს.
  • მერე სად არიან ეგ კონდიცია დაუკმაყოფილებლები?
  • რა ვიცი. ალბათ ბაჰამის კუნძულებზე…
  • ვერ ყოფილან კარგი ბიჭები. მათი ძმაკაცები ოფლს ღვრიან, ეგენი კი პლაჟებზე კოტრიალობენ?
  • რა ქნან. კონდიციებს ვერ აკმაყოფილებენ.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზაც ვერ აკმაყოფილებდა მაგრამ…
  • რა მაგრამ?
  • უნამუსო ყოფილა ეგ ჰოდლი. კაცს ცხრა დღე ყლუპი ლუდი არ დაულევია და მაინც კონდიციებიო…
  • ეეე, ჰოდლს ეგ შეეშლებოდა?
  • ჰოდლს იმდენჯერ შეშლია, რომ არსენ ვენგერსაც კი გაუკვირდება.
  • არსენ ვენგერი ვინ არის?
  • შენ რა, ფეხბურთისა არაფერი იცი?
  • ვენგერი და ფეხბურთი რა შუაშია?
  • ეჰ, აღარ მინდა ლაპარაკი.
  • მოიცა, გამაგებინე, ვენგერი ვინ არის?
  • ვენგერი არის კარგი ემე ჟაკე.
  • და ემე ჟაკე ვინღაა?
  • ამბობენ მწვრთნელიაო.
  • და გაზა?
  • გამაგებინე რა გინდა…
  • რა შუაშია აქ გაზა?
  • გაზა ყოველთვის შუაშია.
  • ყოველთვის?
  • ჰო, ჰოდლს ჰგონია, რომ თვითონ არის შუაში, ამ დროს კი გაზაა შუაში.
  • და გაზა ხომ კონდიციების გამო არ შეიყვანეს?
  • სწორედ მაგაშია საქმე. ამიტომ შუაში არავინ არ არის.
  • და ბექემი?
  • თავი დაანებეთ მაგ ბიჭს. და ჰყოლია წამლის ბარიგა.
  • მართლა?
  • აბა ტყუილად? გაზეთებში გამოაჭენეს.
  • ეგ ფეხბურთთან რა შუაშია?
  • გაზას ხომ არა ჰყავს და წამლის ბარიგა?
  • ეგ რა საფეხბურთო თემაა?
  • თუ ძმა ხარ. მერსონმა კოკაინის ფასი დააგდო მთელს ინგლისში.
  • რატომ?
  • იმდენს ყნოსავდა, რომ გააიაფა.
  • მერე?
  • მერე მაინც შეინარჩუნა კონდიცია. გაზა კი… ეჰ.
  • რა, ეჰ?
  • რა და გაზა.
  • ვითომ რაო?
  • რაო და ვერ გაიგე? გაზა ყოველთვის შუაშია. ახლა კი შუაში არავინ არ არის.
  • და ხუან სებასტიან ვერონი?
  • ეგ რა გვარი გაგიგია.
  • აბა?
  • თუ ძმა ხარ, ორი-სამი დღე მაცალე…

06.06.1998