ვინ არის 29 წლის ალიაზ ბედენე? ერთი სლოვენიელი მეჩოგნეა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 78 ადგილზეა, საუკეთესო დროებისას კი 43-ე საფეხურამდეც კი აღზევებულა.
აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში ბედენე ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა. ჩვენიანი ამჟად რეიტინგში მასზე სამი წლით უფროს მეტოქეს ბევრად ასწრებს და 37 -ე არის.
ნიკასთვის ეს მესამე US open გახლავთ. პირველ წრეს ჯერ არ გასცილებია, სლოვენიელ ბედენეს კი აქტივში ოთხი ცდიდან მეორე წრეში გასვლა ერთხელ მოეძევება.
ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საჩოგბურთო ელიტის რეალური წევრია და ძირითად ბადეში პირდაპირ მოხვდა. თუნდაც ერთი გამარჯვება მას მორიგ სარეიტინგო წინსვლას უქადის და ფულს რაც შეეხება, მხოლოდ მონაწილეობა 54 000 დოლარად ფასობს. პირველ წრეში გამარჯვებული საბანკო ანგარიშს 93 000 დოლარით შეივსებს.
და რა შუაშია ნადალი? ბასილაშვილი განთესვამ ესპანელი გენიოსის მეოთხედში მოახვედრა და თუ მასთან ჯახი სურს, სულ მცირე, ორი ბარიერი უნდა დაძლიოს.
შეგახსენებთ, US open ამ საღამოს იწყება…