ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ პირველი ჯილდო მოიგო – მისმა გუნდმა “მონაკო” 4:0 გაანადგურა და საფრანგეთის სუპერთასს დაეუფლა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ პარიზელთაგან გოლი ტიმოტი ვეამ – ჯორჯ ვეას 18 წლის ვაჟმაც შეაგდო. ამან ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგები ნოსტალგიურად განაწყო. დიდი ხნის წინ 19 წლის ჯიჯი ბუფონმა “პარმას” სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი “მილანთან” ითამაშა, რომელშიც ლიბერიელი ჟორჟ ვეა სულ ახალი გადასული იყო… მაშიმ მამას არ გაატანინა. ახლა შვილის თანაგუნდელია. ჯიჯიმ ნამატჩევს თქვა, დიდებულად ვგრძნობ თავსო.
ტიმოტი ვეას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ… უფროს ვეასაც არა უშავს რა მისდის საქმეები – შარშან ხომ ლიბერიის პრეზიდენტი გახდა…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
