არავის არ ვლანძღავთ ან ვამცირებთ. „ბებერმა ქალბატონმა“ მომავალი სეზონისთვის სათადარიგო ფორმა წარადგინა – სიმპათიური მუქი ნაცრისფერი მაისურები ყვითელი ზოლებით.
ის რაც პრეზენტაციაზე მირალემ პიანიჩმა, ხუან მატამ და ჯესი ლინგარდმა მოირგეს, ორი კვირით ადრე ოკეანური ნაგავი იყო – ტალღებზე მოტივტივე პლასტიკის ბოთლები. იმავე მასალითაა დამზადებული „მანჩესტერის“ სათადარიგო ფორმაც, რომელსაც საიუბილეო დატვირთვაც აქვს – 50 წლის წინ მანჩესტერელებმა ამ ფერის ფორმით მოიგეს პირველი ჩემპიონთა თასი.
ტექნოლოგია მარტივია: წნეხისა და ორთქლის გამოყენებით პლასტიკი ბოთლები სინთეტიკურ ბოჭკოდ გარდაიქმნება. პირველი პროდუქტი 3 წლის წინ გამოშვებული სპორტული ფეხსაცმელების კოლექცია იყო.
საშუალოდ, ერთ წყვილ ფეხსაცმელს 11 ცალი დიდი ზომის პლასტიკის ბოთლი ჰყოფნის. უკვე არსებობს მეთევზეთა ძველი ბადეების გადამუშავების ტექნოლოგიაც. მისგან ჩინებული სათვალეები გამოდის, ჩილურმა ბრენდმა კი იმავე ბადეებისგან სკეიტბორდების დამზადება დაიწყო.
საშუალოდ, სამ დღეში ერთხელ კატალონიელ მებადურებს ნაპირზე ტონამდე ნაგავი გამოაქვთ და ეს მათი დამატებითი შემოსავლის წყაროა. პარალელურად, ეკოლოგიური პრობლემაც გვარდება და ყოფილი ნაგავი ფეხბურთელებზეც დიდებულად გამოიყურება.


ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
