
„ჩელსის” ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას „რეალში” გადასვლა სურს. ამბობენ, რომ დიდი შანსია ის დასავლეთ ლონდონელებმა ინგლისელი ჯო ჰარტით შეცვალონ, რითაც გულშემატკივარს უთუოდ გააბრაზებენ. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის” კარის მცველი გასულ სეზონში „ვესტ ჰემში” იყო გაქირავებული, სადაც სეზონი ჩააფლავა. „ჩაქუჩების” გუნდშიც კი ვერ შეძლო მთავარი მეკარის პოზიციაზე დამკვიდრება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჰარტი „სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იმთავითვე დაიწუნა და მას ინგლისის ნაკრებშიც კარგა ხანია აღარ იძახებენ. არადა, „ჩელსის” ახალ თავკაც მაურიციო სარის მისი ყიდვა ჭკუაში დაჯდომია, უპირველეს ყოვლისა ფასის გამო — ჰარტის შეძენა სულ რაღაც 5 მილიონ გირვანქად შეიძლება. შეადარეთ ეს თანხა 35,5 მილიონ გირვანქას, რომლის გადახდაც „რეალს” კურტუაში მოუწევს.
ჰარტი „სიტის” ორი სეზონის წინ ტორინოში ჰყავდა გაშვებული, ახლა კი ამერიკაში შეკრებაზე წაიყვანა და თავისთან ავარჯიშებს. მეკარეს ინგლისის ჩემპიონთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ასე რომ სწორედ მისი გაყიდვის დროა, თორემ გაისად თავისუფალი აგენტი გახდება და სადაც მოეპრიანება იქ წავა, „სიტი” მის სანაცვლოდ კაპიკს ვეღარ აიღებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
