ნაგოია ბაშოზე ისე მიდიოდა საქმე, გუშინდელი მარცხის მიუხედავადაც კი ლევან გორგაძე გამარჯვების ჩინებულ შანსს ინარჩუნებდა.
იმედი გვქონდა, რომ დღევანდელი მოგებით ტოჩინოშინი ისევ ლიდერის რანგში გააგრძელებდა ბაშოს, მაგრამ…
ქართველმა გოლიათმა დღეს დილით შესაბამის კომიტეტს მიმართა და ტურნირიდან მოიხსნა.
ჩვენებურს გუშინდელ მარცხიან ბრძოლაში ფეხის ცერა თითი დაზიანებია და ტოკიოში გაფრინდა პირად ექიმთან კონსულტაციის გასავლელად. თუ ტრავმა ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა, ლევანი ბაშოზე დაბრუნდება.
აქ უკვე მხოლოდ იმპერატორის თასის მოგება-ვერმოგებაზე არ არის საუბარი. ნებისმიერ ბაშოზე მიღწეული დადებითი ბალანსი წინგადადგმული ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ ბაშოზე შვიდი საშეჯიბრო დღე მიილია და ლევანს ხუთი მოგება აქვს.
იმედია, ჩვენებური უახლოეს ორ დღეში დაუბრუნდება დოჰიოს. ასეთ შემთხვევაში, ჯერ დაკარგული არაფერია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
