„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს რაღაც სხვა ვარიანტი უნდათ.

AS წერს, რომ კრიშტიანუს „რეალიდან” წასვლისკენ ფლორენტინო პერესთან უთანხმოებამ უბიძგა. პასუხად „რეალმა” პორტუგალიელის გაყიდვით ფულის შოვნა და „პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარის გადაბირება დაგეგმა.

ერთ პატარა ინფორმაციაში AS ორჯერ ომეორებს, რომ ამ კომბინაციის დასრულებამდე ორიოდ დღეა დარჩენილი.

კრიშტიანუსა და ზინედის ზიდანის წასვლით „რეალს” ბოლო წლების დიდი წარმატების ორი ბურჯი აკლდება.