ჩახედეთ მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის ცხრილს ბოლოში… მიუხედავად იმისა, რომ ორ გუნდს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ და ურთიერთშეხვედრაც ფრედ დაასრულეს, ესპანეთი პირველია და პორტუგალია – მეორე.
საქმე იმაშია, რომ პირველ ორ ტურში ესპანელებმა მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს, პორტუგალიელებმა – ორი. შეგახსენებთ ფიფას ფეარ-ფლეის საჯარიმო ქულების დარიცხვის წესს:
ყვითელი ბარათი: -1 ქულა. ორი ყვითლის ჯამში წითელი: -3 ქულა. პირდაპირ წითელი: -4 ქულა. ყვითლის შემდეგ პირდაპირ წითელი: -5 ქულა.
რა მოხდება, თუ მესამე ტურის შეხვედრებს ესპანეთი და პორტუგალია ასევე იდენტური ანგარიშით დაასრულებენ? ვინ გამოცხადდება ჯგუფის პირველადგილოსნად?
საქმეში ფეარ-ფლეის ქულები ჩაერევა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ეს ქულებიც თანაბარი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევისთვის ფიფას ადამისდროინდელი მეთოდი აქვს გათვალისწინებული – წილისყრა. პირველ-მეორისას ჯანდაბას, მაგრამ დავუშვათ, აბსოლუტურად თანაბარი მონაცემები მეორე-მესამეადგილოსნებს აღმოაჩნდებათ? მერვედფინალში გამსვლელი წილისყრამ უნდა გაარკვიოს? სამართლიანია ამ დროს არიოლი-რეშკა? პენალტები მაინც დაარტყმევინეთ, დალოცვილებო…
| ადგილი | ნაკრები | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
| 1 | ესპანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4-3 | 4 |
| 2 | პორტუგალია | 2 | 1 | 1 | 0 | 4-3 | 4 |
| 3 | ირანი | 2 | 1 | 0 | 1 | 1-1 | 3 |
| 4 | მაროკო | 2 | 0 | 0 | 2 | 0-2 | 0 |
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
