იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს სექსი აუკრძალა. მწვრთნელს აგრეთვე არ უნდა, რომ მისმა მოთამაშეებმა რუსეთში ყოფნის პერიოდში სოციალურ ქსელებში იაქტიურონ.
თითო ჭიქა ღვინო ან კათხა ლუდი? ეს კი ბატონო. ლიოვი ძილის წინ გადაკვრას მხოლოდ მიესალმება. ცხადია, ცოტაზე ლაპარაკი.
მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა თავისი სურვილები და ბრძანებები ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მან თქვა: გუნდი ეგოზე მნიშვნელოვანია!
გერმანელთა ამბით იტალიური „გაძეტა დელო სპორტიც” დაინტერესდა და გაარკვია, რომ ფეხბურთელებს ცოლ-შვილის და მეგობარი გოგონების ნახვის უფლებას მოსამზადებელ პერიოდში დართავენ, მაგრამ შეჯიბრება რომ დაიწყება, გუნდი ჩაიკეტება.
თუკი რომელიმე მოთამაშე დაპოსტავს ფოტოს სასტუმროდან, საწვრთნელი ცენტრიდან ან სტადიონიდან, ის შეიძლება ნაკრებიდან გააგდონ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
